ბურთთან ანრი, დროგბა და პირესი - ჯიბრილ სისეს საიუბილეო მატჩში ლამაზი ჯარიმა გავიდა
6 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
43 წლის ჯიბრილ სისემ, სამშაბათს საღამოს, ოსერში ძველი მეგობრები შეკრიბა და საიუბილეო თამაში მოაწყო. შეხვედრა "სისეს ყველა ვარსკვლავსა" და "ოსერის ლეგენდებს" შორის გაიმართა.
პროფესიონალური კარიერის პირველი ექვსი წლის ოსერში გატარების შემდეგ, სისე 2004 წელს ლივერპულში გადავიდა, სადაც სამი ტიტული მოიგო, მათ შორის სტამბოლში მილანთან, ჩემპიონთა ლიგის ცნობილი ფინალი. თავდამსხმელი ასევე საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებშიც თამაშობდა და 41 მატჩი ჩაატარა. ამჟამად სისე ოსერში დამხმარე მწვრთნელად მუშაობს.
ეს კი გოლი, რომელიც ანრიმ შეხვედრის მე-9 წუთზე გაიტანა: