შოტლანდიური სამოყვარულო გუნდის, ,,დანდი ატლეტიკის'' ფეისბუკგვერდზე, სოციალური ქსელის მომხმარებელმა საინტერესო პოსტი განათავსა:
,,გენატრებათ ფეხბურთი? ჩვენ ბურთი ნიდერლანდებში, ვლილანდის სანაპიროზე ვიპოვნეთ, დიდი გზა გაუვლია!'' - დაწერა ესტერ ვერჰესმა და ბურთის ფოტოები ატვირთა.
,,ეს საოცრებაა! ბურთი წყალში ორი კვირის წინ, დანდიში ჩავარდა. ისიამოვნეთ!'' - უპასუხა სამოყვარულო გუნდმა.