Belive

ბუფონის კიდევ ერთი მიღწევა ჩემპიონთა ლიგაზე

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპი დაიწყო. პირველ შეხვედრაში "მანჩესტერ იუნაიტედმა" საკუთარ "ოლდ ტრაფორდზე" "პარი სენ-ჟერმენი" მიიღო და 0:2 დამარცხდა. შეხვედრა მნიშვნელოვანი აღმოჩნდა "პსჟ"-ს ლეგენდარული მეკარისთვის, ჯანლუიჯი ბუფონისთვის. 41 წლის მეკარემ ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე 163-ე მატჩი ჩაატარა და კარის მშრალად შენახვა 50-ედ მოახერხა.  ბუფონზე უკეთესი სტატისტიკა და უფრო მეტი მშრალად შენახული კარი მხოლოდ ერთ მეკარეს აქვს. იკერ კასილასმა კარის მშრალად შენახვა 57 შეხვედრაში შეძლო, ხოლო ედვინ ვან დერ საარს ბუფონის მსგავსად 50 მატჩში არ გაუშვია ბურთი.

სხვა სტატიები