Belive

ბუფონი, კასილასი და სხვები - 21-ე საუკუნის ტოპ 20 მეკარე გამოვლინდა

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ, IFFHS-მა 21-ე საუკუნის მსოფლიოს საუკეთესო მეკარეების რეიტინგი გამოაქვეყნა. 2001-დან 2020 წლამდე საუკეთესო გოლკიპერად ტურინის "იუვენტუსის" კარის დარაჯი ჯანლუიჯი ბუფონი დასახელდა, რომელმაც უკან მადრიდის "რეალის" და "პორტუს" ყოფილი მეკარე იკერ კასილასი მოიტოვა. სამეული "ჩელსის" და "არსენალის" ვეტერანმა მეკარემ პეტრ ჩეხმა დახურა. საუკეთესო ხუთეულში ასევე მანუელ ნოიერი და ტიბო კურტუა მოხვდნენ. XXI საუკუნის ტოპ 20 მეკარის ჩამონათვალი და მათ მიერ მოპოვებული ქულები ასე გამოიყურება: 
  1. ჯანლუიჯი ბუფონი ("იუვენტუსი", იტალია) - 330 ქულა
  2. იკერ კასილასი (ესპანეთი) - 244
  3. პეტრ ჩეხი (ჩეხეთი) - 218
  4. მანუელ ნოიერი ("ბაიერნი", გერმანია) - 183 
  5. ტიბო კურტუა ("რეალი", ბელგია) - 130
  6. ვიქტორ ვალდესი (ესპანეთი) - 113
  7. უგო ლორისი ("ტოტენჰემი", საფრანგეთი) - 106
  8. ედვინ ვან დერ სარი (ნიდერლანდები) - 105
  9. ოლივერ კანი (გერმანია) - 99.
  10. კეილორ ნავასი ("პსჟ", კოსტა რიკა) - 93
  11. დიდა (ბრაზილია) - 90
  12. იან ობლაკი ("ატლეტიკო", სლოვენია) - 85
  13. მარკ-ანდრე ტერ შტეგენი ("ბარსელონა", გერმანია) - 78
  14. დავიდ დე ხეა ("მანჩესტერ იუნაიტედი", ესპანეთი) - 75
  15. იენს ლემანი (გერმანია) - 72
  16. რობერტო აბონდანსერი (არგენტინა) - 68
  17. ალისონი ("ლივერპული", ბრაზილია) - 64
  18. ჟულიო სეზარი (ბრაზილია) - 63 
  19. ფაბიენ ბარტეზი (საფრანგეთი) - 55 
  20. პეპე რეინა ("ლაციო", ესპანეთი) - 54

სხვა სტატიები