Belive

ბუფონი იუვეს წარუმატებლობაზე: ,,ყველას უბრალოდ არ აქვს ამ გუნდის დნმ''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიის ეროვნული ნაკრებისა და ,,იუვენტუსის'' ყოფილმა მეკარემ, ჯანლუიჯი ბუფონმა, ტურინული გუნდის სეზონის წარუმატებელ სტარტზე ისაუბრა:

,,ვერაფერს ვიტყვი, რადგან ჩემი თითოეული სიტყვის განხილვა შეიძლება დაიწყონ, მე კი ეს არ მომწონს. როცა ,,იუვენტუსში'' ვთამაშობდი, ცუდი სტარტი მაშინაც გვქონდა, მაგრამ შემდეგ მწვერვალზე მაინც ავდიოდით.

ეს გუნდისა და ფეხბურთელების დნმ-ის საკითხია. ,,იუვენტუსის'' დნმ კი ყველას უბრალოდ არ აქვს,'' - განაცხადა ბუფონმა.

ახალ სეზონში ,,იუვენტუსს” ტრავმის გამო რამდენიმე ფეხბურთელი, მათ შორის პოლ პოგბა, ფედერიკო კიეზა და ვოიჩეხ შჩესნი ვერ ეხმარებიან. არაერთი მატჩი გამოტოვა ანხელ დი მარიამ.

ტურინელების ანგარიშზე 2022-2023 წლების სეზონში ჩატარებულ 9 შეხვედრაში 2 მოგება, 3 წაგება და 4 ფრეა.

ალეგრის გუნდი სერია A-ს 7 ტურის შემდეგ, 10 ქულით სატურნირო ცხრილის მე-8 პოზიციაზეა.

სხვა სტატიები