Belive

ბუნდესლიგის 21 წლის გარემარბს ბაიერნი და რეალი უმიზნებენ

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
უცხოურ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მიუნხენის "ბაიერნი" და მადრიდის "რეალი" ერთსა და იმავე ფეხბურთელს უმიზნებენ.საუბარია, ბუნდესლიგაში მოასპარეზე ახალგაზრდა გარემარბ, მუსა დიაბიზე.  21 წლის ფეხბურთელი ამჟამად "ლევერკუზენის" ღირსებას იცავს, სადაც 2019 წლის შემდეგ ირიცხება. დიაბის შეძენით "ბაიერნი" და "რეალი" არიან დაინტერესებულნი - როგორც ცნობილია, "ლევერკუზენი" არჩევანს იმაზე გააკეთებს, ვინც უფრო მეტს გადაიხდის. დიაბის პირობითი საბაზრო ღირებულება Transfermarkt-ის მიხედვით 38 მილიონი ევროა, თუმცა გერმანული კლუბი მას 40 მილიონად აფასებს. 21 წლის ფრანგ ფეხბურთელს, "ლევერკუზენის" რიგებში 74 შეხვედრა აქვს ჩატარებული, სადაც 17 გოლის გატანა და 20 საგოლე გადაცემის გაკეთება შეძლო.

სხვა სტატიები