Belive

ბუნდესლიგაში უნიკალური რეკორდი დამყარდა

6 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

განვლილი 8 ტურის შემდეგ, ბუნდესლიგაში უჩვეულო სურათი გვაქვს. "ბაიერნისა" და "დორტმუნდის" ტრადიციული ჭიდილის შემდეგ, ამჯერად სატურნირო ცხრილის სათავეში "ლევერკუზენი" იმყოფება (22), რომელსაც 1 ქულით "შტუტგარტი" ჩამორჩება.

განსაკუთრებით გასაკვირია ის გარემოება, რომ შტუტგარტი გასულ სეზონში გავარდნას სასწაულებრივად გადაურჩა და გასავარდნი პლეი-ოფის თამაში მოუწია, სადაც "ჰამბურგი" დაამარცხა - წელს კი 7 მატჩი მოიგო და მხოლოდ "ლაიპციგთან" დამარცხდა.

"შტუტგარტი" ბრწყინვალე ფორმაშია და ამ გამარჯვებების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი სერუ გირასია, რომელმაც ბუნდესლიგის რეკორდი დაამყარა. გირასი გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ბუნდესლიგის საწყის 8 ტურში 14 გოლის გატანა შეძლო.

ამ უნიკალური მაჩვენებლით, გირასი ბუნდესლიგაში საუკეთესოა. ევროპის ტოპ 5 ლიგაში კი ლეგენდარული კრიშტიანუ რონალდუს რეკორდის გამეორებამდე მხოლოდ 1 გოლი დააკლდა - პორტუგალიელმა საწყის 8 ტურში, 15 გოლის გატანა მოახერხა.

მე-14 და სარეკორდო გოლი გირასიმ "უნიონს" გაუტანა, თუმცა, "შტუტგარტის" ფანებმა მალევე უსიამოვნო ინფორმაცია შეიტყვეს - აღნიშნულ მატჩში, გვინეელმა შემტევმა კუნთის ტრავმა მიიღო და თამაშს მინიმუმ 3 კვირის განმავლობაში ვერ შეძლებს.

სხვა სტატიები