Belive

ბუნდესლიგა ისევ აქტიურია: გერმანული კლუბი კვარაცხელიას უკვე დაუკავშირდა

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
საქართველოს ნაკრების გარემარბის, ხვიჩა კვარაცხელიას ყაზანის "რუბინიდან" შესაძლო წასვლის საკითხი ისევ გააქტიურდა. როგორც გერმანულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით ირკვევა, ნიჭიერი ქართველი ახალგაზრდის დამატება ბუნდესლიგის ერთ-ერთ ყველაზე ისტორიულ და ტიტულოვან კლუბს, მიუნხენგლადბახის "ბორუსიას" სურს. "ბორუსიაში" ახალი სეზონისთვის მორიგი ტრანსფერის განხორციელებას აპირებენ და ამ მიზნით ორ ახალგაზრდა  მოთამაშეს, ხვიჩა კვარაცხელიას და რომენ ფაივერს უკვე დაუკავშირდა. "Sky–დან მიღებული ინფორმაციის თანახმად, "გლადბახი" უკვე ინტენსიურად აქტიურობს ამ ორი ფეხბურთელის შეძენის საკითხზე და მათ უკვე დაუკავშირდა. ქართველი კვარაცხელია ასაკის მიუხედავად უკვე ყაზანის "რუბინში" ერთ-ერთი საუკეთესო შემსრულებელია (წინა სეზონში 23 თამაშში, ოთხი გოლი და 8 საგოლე პასი).  მისი გამოყენება ორივე ფრთაზეა შესაძლებელი, მაგრამ მარცხნივ გაცილებით კომფორტულად გრძნობს თავს", - წერს fussballtransfers.com-ი. ცოტა ხნით ადრე, რუსული კლუბის გენერალურმა დირექტორმა, რუსტემ საიმანოვმა განაცხადა, რომ კლუბს კვარაცხელიას ტრანსფერის შესახებ სრულფასოვანი წინადადება არ მიუღია. ხვიჩა კვარაცხელიას, რომლის სატრანსფერო ღირებულებაც 2 ივნისს 15-დან 18 მილიონ ევრომდე გაიზარდა, რუსულ კლუბთან კონტრაქტი 2024 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს. 20 წლის ქართველ ფეხბურთელს აქტიურად უკავშირებენ გერმანულ, ინგლისურ და იტალიურ კლუბებს, მათ შორის ისეთ გრანდებს, როგორებიც “ლიდს იუნაიტედი”, დორტმუნდის “ბორუსია”, მიუნხენგლადბახის “ბორუსია”, მიუნხენის “ბაიერნი”, “ლაციო“, “მილანი” და ტურინის “იუვენტუსია“. წინა სეზონში, კვარაცხელიამ “რუბინის” მაისურით ყველა ტურნირზე ჩატარებულ 23 შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა გააკეთა, ეროვნულ გუნდს კი მიმდინარე წელს გამართულ სამ შეხვედრაში 2 გატანილი გოლით დაეხმარა. რუსეთის ჩემპიონატის 2020/21 წლების სეზონში “რუბინმა” 53 ქულა დააგროვა, მეოთხე ადგილი დაიკავა და ევროპის კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის საგზური მოიპოვა.

სხვა სტატიები