Belive

ბულგარეთისა და საქართველოს მატჩს დანიელი მსაჯები გაუძღვებიან

2 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები, მსოფლიო ჩემპიონატის ბოლო საკვალიფიკაციო მატჩს 18 ნოემბერს, სოფიაში, ბულგარეთის ნაკრებთან ჩაატარებს.

შეხვედრას დანიელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. მთავარ არბიტრს, იაკობ კელეტს თანამემამულეები, ლარს ჰუმელგორდი და ოლე კრონლიკი დაეხმარებიან, მეოთხე მსაჯი მიკელ რედერი იქნება. VAR-ის ოთახში იონას ჰანსენი და სანდი პუტორსი იმუშავებენ.

სატურნირო ცხრილის მიხედვით, ამ მატჩს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, საქართველოს ნაკრები ჯგუფში მესამეა 3 ქულით, ხოლო ბულგარელებმა ხუთივე თამაში წააგეს. ის ერთი შეხვედრა, ჩვენმა ნაკრებმა, სწორედ ბულგარეთს, თბილისში მოუგო (3:0).

სხვა სტატიები