Belive

ბულგარეთის მწვრთნელი: უკეთესი სტარტი გვქონდა, თუმცა საქართველოს 2 გოლი ვაჩუქეთ

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე პირველი გამარჯვება მოიპოვა. თურქეთთან მძიმე ბრძოლაში 2:3 მარცხის შემდეგ, ვილი სანიოლის ნაკრებმა ბულგარეთი ანგარიშით 3:0 დაამარცხა.

საქართველო მთელი მატჩის განმავლობაში ფლობდა უპირატესობას, რაც შედეგშიც აისახა. გატანილი გოლების ავტორები ხვიჩა კვარაცხელია, ნიკა გაგნიძე და გიორგი მიქაუტაძე გახდნენ. აღსანიშნავია ისიც, რომ ბულგარეთის ნაკრებმა ჯგუფში ზედიზედ მეორე მატჩი დათმო ანგარიშით 3:0 - სამი დღის წინ, ილიან ილიევის გუნდმა საკუთარ მოედანზე ესპანეთთან ითამაშა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჩვენი მეტოქის მთავარმა მწვრთნელმა, ილიან ილიევმა, კომენტარი გააკეთა:

მეტოქესთან შედარებით, უკეთესი სტარტი გვქონდა, თუმცა მათ მიერ გატანილი პირველი ორი გოლი ჩვენი მხრიდან გაკეთებული საჩუქარი იყო. როდესაც ასეთ მნიშვნელოვან თამაშს თამაშობ, შეცდომა უპატიებელია და შედეგიც სახეზეა.

თამაშის ბედს კონკრეტული მომენტი წყვეტს. შეგვეძლო, ანგარიში გაგვეხსნა, მაგრამ თქვენმა მეკარემ გუნდი გაშვებულ გოლს გადაარჩინა. სამწუხაროა, რომ დღეს არ გვყავდა ის მოთამაშეები, რომლებმაც ესპანეთის წინააღმდეგ კარგად ითამაშეს.

ხვიჩა კვარაცხელია შესანიშნავი ფეხბურთელია. წარსულში, მისი მსგავსი ფეხბურთელები ჩვენს ნაკრებშიც თამაშობდნენ და ვიმედოვნებ, რომ ასეთი რამ ბულგარეთის ნაკრებში კვლავ მოხდება. - ილიან ილიევი