ბუდუ ზივზივაძის და გიორგი გოჩოლეიშვილის შეფასება
გერმანიის ბუნდესლიგის 28-ე ტურის შეხვედრაში ორივე ქართველის გუნდმა ითამაშა და ორივე ფრედ დასრულდა. ჰაიდენჰაიმი მიუნხენგლადბახს დაუპირისპირდა და მატჩი 2:2, ხოლო ჰამბურგისა და აუგსბურგის შეხვედრა 1:1 დამთავრდა.
ბუდუ ზივზივაძემ მიუნხენგლადბახთან ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო თამაში და 62-ე წუთზე შეცვალეს, მან 13 ორთაბრძოლაში მიიღო მონაწილეობა და 4-ში გაიმარჯვა, ქართველი ფეხბურთელი ბურთს 27-ჯერ შეეხო, 3-ჯერ ჰქონდა დრიბლინგის მცდელობა და 2 წარმატებული გამოდგა, 13 გადაცემიდან 9 ზუსტად გააკეთა (69%), კარში კი ერთხელ დაარტყა.
ბუდუ ზივზივაძის შეფასება სხვადასხვა საიტების მიხედვით:
Sofascore - 6.5
Flashscore - 6.7
Whoscored - 6.6
Abpfiff in Gladbach – das Spiel endet mit einem Unentschieden. 👊
— 1. FC Heidenheim 1846 e. V. (@FCH1846) April 4, 2026
🔴🔵 #BMGFCH | @mhp_de pic.twitter.com/yovivOG0Vc
გიორგი გოჩოლეიშვილი კი აუგსბურგთან 67-ე წუთზე ჩაერთო მატჩში, 7 ორთაბრძოლაში მიიღო მონაწილეობა და 5-ში გაიმარჯვა, ბურთს 24-ჯერ შეეხო, 2-ჯერ ჰქონდა დრიბლინგის მცდელობა და 1 წარმატებული გამოდგა, 10 გადაცემიდან 6 ზუსტად შეასრულა (60%), ერთხელ კი კარისკენ დაარტყა.
გიორგი გოჩოლეიშვილის შეფასება სხვადასხვა საიტების მიხედვით:
Sofascore - 7.1
Flashscore - 6.7
Whoscored - 6.5
Punkteteilung im Volkspark. ⚖️#nurderHSV #HSVFCA pic.twitter.com/GKyRP2Ytef
— Hamburger SV (@HSV) April 4, 2026
გერმანიის ბუნდესლიგის ცხრილში ჰამბურგი 31 ქულით მე-11 პოზიციაზეა (7 მოგება, 10 ფრე, 11 მარცხი), ჰაიდენჰაიმი კი 16 ქულით მე-18, ბოლო ადგილზეა (3 მოგება, 7 ფრე, 18 მარცხი).
ჰამბურგი მომდევნო შეხვედრას 12 აპრილს შტუტგარტის წინააღმდეგ გამართავს, ხოლო ჰაიდენჰაიმი 11 აპრილს უნიონ ბერლინს დაუპირისპირდება.
ბუდუ ზივზივაძეს მიმდინარე სეზონში 1 გოლი აქვს გატანილი, გიორგი გოჩოლეიშვილს კი 1 საგოლე გადაცემა უფიქსირდება.