Belive

ბუდუ ზივზივაძე პადერბორნთან მატჩს ავადმყოფობის გამო გამოტოვებს

2 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

გერმანიის მეორე ბუნდესლიგის 29-ე ტურის მატჩში "კარლსრუე" "პადერბორნს" ესტუმრება. შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს ბუდუ ზივზივაძე, რომელიც განაცხადს მიღმა დარჩა.

"კარლსრუეს" ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში წერია, რომ ბუდუ ზივზივაძეს ავადმყოფობის გამო უმოკლეს დროში თამაშის გამოტოვება მოუწევს. ჯერ ჯერობით უცნობია თუ რამდენ შეხვედრაში ვერ დაეხმარება ქართველი ფორვარდი თავის გუნდს

სხვა სტატიები