ბუდუ ზივზივაძე მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა
2 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ბუნდესლიგა 2-ის 32-ე ტურში, ბუდუ ზივზივაძის "კარლსრუემ" სტუმრად "ჰანზა როსტოკი" ანგარიშით 1:2 დაამარცხა. შეხვედრაში ქართველმა ფეხბურთელმა ბრწყინვალე გოლი გაიტანა და ერთ-ერთი საუკეთესო შეფასებაც დაიმსახურა.
გულშემატკივრებმა მატჩის საუკეთესო მოთამაშედ სწორედ ბუდუ ზივზივაძე დაასახელეს, მას მიმდინარე ბუნდესლიგა 2-ის სეზონში უკვე 11 გოლი აქვს გატანილი და 1 საგოლე გადაცემა გაკეთებული.