Belive

ბუდუ ზივზივაძე კარიერას გერმანიაში გააგრძელებს

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი, ბუდუ ზივზივაძე კარიერას გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში გააგრძელებს.

გერმანული მედიის ინფორმაციით, 28 წლის ფეხბურთელი საკლუბო კარიერას გერმანიის ერთ-ერთ ისტორიულ კლუბ, "კარლსრუეში" გააგრძელებს.

როგორც გერმანული სპორტული პრესა წერს, ბუდუს ტრანსფერში, კლუბი 500 00 ევროს გადაიხდის.

"კარლსრუეში", რომელსაც 1909 წელს გერმანიის ჩემპიონობა და 1955, 1956 წლებში გერმანიის თასი აქვს მოგებული, წარსულში საქართველოს ნაკრების კიდევ ერთ თავდამსხმელს, ალექსანდრე იაშვილს უთამაშია და 153 მატჩში 26 გოლი აქვს გატანილი და 27 საგოლე პასი გაკეთებული, იგი კლუბის კაპიტანიც გახლდათ.

ალექსანდრე იაშვილი და "კარლსრუე" მესამე ბუნდესლიგაში გავარდნენ

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, ბუდუ ზივზივაძეს უნგრული "ფეჰერვარის" მთავარი გუნდის შემადგენლობაში თამაშის შესაძლებლობა არ ეძლეოდა, რადგან ყოფილ თანაგუნდელს მაისური გაუცვალა და კლუბის გულშემატკივრებმა ამაზე პროტესტი გამოხატეს, ხელმძღვანელობამ კი ქართველი ფეხბურთელი მეორე გუნდში გაუშვა.

მიუხედავად მომხდარი ფაქტისა, ამ სეზონში ბუდუმ 17 მატჩში 7 გოლის გატანა და 2 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა.

ბუდუ ზივზივაძეს უნგრულ კლუბთან, რომლის მაისურითაც 72 მატჩში 21 გოლის გატანა და 14 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა, კონტრაქტი 2023 წლის 30 ივნისამდე აკავშირებდა.

ამჟამად, "კარლსრუე" 18 ტურის შემდეგ დაგროვებული 18 ქულით მე-15 პოზიციას იკავებს და გასავარდნ ზონას 1 საფეხურით, უახლოეს მდევარ "ბრაუნშვაიგთან" ბურთების უკეთესი სხვაობით უსწრებს.

პროფესიონალური საკლუბო კარიერის განმავლობაში ბუდუს 259 შეხვედრაში 117 გოლი აქვს გატანილი და 45 საგოლე პასი გაკეთებული, საქართველოს ნაკრებში კი მის აქტივში 15 მატჩში 3 გოლი და 1 საგოლე პასია.

სხვა სტატიები