Belive

ბუდუ ზივზივაძე : დავამტკიცე, რომ ძირითადში ადგილს ვიმსახურებ

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

მეორე ბუნდესლიგის მე-15 ტურის საშინაო შეხვედრაში "კარლსრუე" "ჰანსა როსტოკთან" 1:2 მარხცდებოდა, თუმცა 62-ე წუთზე შეცვლაზე შემოსულმა ქართველმა თავდამსხმელმა მასპინძლებს ქულა გადაურჩინა. ზედიზედ მეორე მატჩია ბუდუს გოლი გააქვს. წინა შეხვედრაში, რომელიც "კარლსრუემ" 4:1 მოიგო, დუბლი სწორედ შეცვლაზე შემოსულმა ქართველმა შეასრულა. საერთო ჯამში ზივზივაძეს ბუნდესლიგა 2-ში 4 გოლი დაუგროვდა.

თავდამსხმელი გუნდში საკუთარი როლით კმაყოფილი არაა :

შეხვედრის დასაწყისში საკმარისად აგრესიულები არ ვიყავით და ხშირად ძალიან ნელა ვმოძრაობდით. კიდევ ერთხელ დავამტკიცე, რომ ძირითად შემადგენლობაში ადგილს ვიმსახურებ. ვგრძნობ, რომ კარგ ფორმაში ვარ და ჩემს საქმეს კარგად ვაკეთებ. ზამთრის შესვენებამდე ორი თამაში რჩება, მერე კი ჩემს მომავალზე ფიქრის დროც მექნება - განაცხადა BNN-თან ბუდუ ზივზივაძემ

"კარლსრუე" გერმანიის ბუნდესლიგა 2-ში 15 ტურის შემდეგ მე-14 ადგილზეა, მომდევნო ტურში "კარლსრუე" ჰანოვერთან" სტუმრად ითამაშებს.

სხვა სტატიები