Belive

ბუდუ ზივზივაძე აზერბაიჯანულ კლუბს დაუკავშირეს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა, ბუდუ ზივზივაძემ კარიერა შესაძლოა აზერბაიჯანის ჩემპიონატში გააგრძელოს. ამის შესახებ ინფორმაციას, აზერბაიჯანული მედია ავრცელებს. azerisport.com-ის ინფორმაციით, 28 წლის ფეხბურთელი მეზობელი ქვეყნის ყველაზე ტიტულოვან კლუბს "ყარაბახს" შესთავაზეს, თუმცა ოფიციალური მოლაპარაკებები მხარეებს შორის ჯერჯერობით არ ყოფილა. ასევე უცნობია, რამდენადაა დაინტერესებული ტრანსფერით თავად აზერბაიჯანული კლუბი. ​2022/23 წლების სეზონში 28 წლის ფორვარდმა საკლუბო დონეზე ყველა ტურნირზე ჩატარებულ 29 მატჩში 13 გოლის გატანა და 6 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა (უნგრეთის ჩემპიონატში “უიპეშტის” მაისურით ბოლო 12 მატჩში 11 გოლი), საქართველოს ნაკრებში კი 2022 წელს 3 ბურთი შეაგდო, აქედან 2 ოფიციალურ შეხვედრებში. რაც შეეხება ახალ სეზონს, ბუდუმ 5 მატჩში მიიღო მონაწილეობა და უკვე 4 გოლის გატანა მოასწრო, მათ შორის 3 უეფას ევროპის კონფერენს ლიგაზე.

სხვა სტატიები