Belive

ბუდუ ზივზივაძე: "ასეთი სეზონი არასოდეს მქონია"

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ბუდუ ზივზივაძემუიპეშტში“ შესანიშნავად ითამაშა და უნგრეთის ჩემპიონატის ბომბარდირთა ხუთეულში მოხვდა. ქართველმა თავდამსხმელმა სეზონის დასრულების შემდეგ არ დამალა, რომ ამ ზაფხულს ახალი წინადადებების იმედი აქვს.
ბუდუ ზივზივაძე: „უიეპშტს“ ევროთასებზე გასვლის შანსიც ჰქონდა, მაგრამ თუ ნახეთ, პენალტი გავაფუჭე და ეს ძალიან განვიცადე, მაგრამ სეზონის დასრულების შემდეგ მაინც ყველამ მადლობა გადამიხადა. მომიწევს შემდეგ „ფეჰერვარში“ დაბრუნება, რომელთანაც ერთწლიანი კონტრაქტი მაკავშირებს. – შემდეგი სეზონისთვის ამ გუნდთან დავიწყებ მომზადებას, მაგრამ სხვა ქვეყნებიდან ან უნგრეთიდან შემოთავაზება თუ გამოჩნდება, აუცილებლად განვიხილავ. როგორც ყველა ფეხბურთელს, მეც მსურს, უკეთეს ჩემპიონატსა და გუნდში ვითამაშო. ველოდები წინადადებებს, რადგან ისეთი კარგი სეზონი არასოდეს არ მქონდა – ველოდები, რომ კარგი წინადადებები წამოვა. – რაც შეეხება „უიპეშტს“, სეზონის შემდეგ ითქვა, რომ ახალი ხელმძღვანელობა უნდა მოსულიყო, მაგრამ ახლა დაიწერა, რომ ვერ მოდიან და გუნდში ვითარება არ შეიცვლება – „უიპეშტი“ ფინანსურად ძლიერი არ არის, მაგრამ იმედია, ვითარება გამოსწორდება, რადგან ჩემთვის ერთ-ერთი საყვარელი გუნდი გახდა. – „ფეჰერვარში“ თამაში არ მსურს, მაგრამ ეს ჩემზეც არ არის დამოკიდებული. თუ გუნდი იტყვის, რომ არ მიშვებს, ისევ ამ გუნდში დარჩენა მომიწევს. თანაც ასე კატეგორიულად არ მითქვამს, არ დავრჩები-მეთქი. ვთქვი, რომ ჩემს ადგილზე ყველას „უიპეშტში“ დარჩენა მოუნდებოდა. თავს მართლაც კარგად ვგრძნობ, ჩემი თავი ვიპოვე და იქ დახმარების ხელი გამომიწოდეს. მეც ამ გუნდის მადლიერი ვარ“.

წყარო: 1tv.ge

სხვა სტატიები