Belive

ბუდუ ზივზივაძე: "ამ შანსს დიდი ხანი ველოდი, ახლა ყველაფერი ჩემზე იქნება დამოკიდებული" 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ნაკრების ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა, მსოფლიოს 2022 ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის საწყისი შეხვედრებისთვის ეროვნული გუნდის შემადგენლობა დაასახელა და შანსი რამდენიმე იმ ახალგაზრდა ფეხბურთელს მისცა, რომელთათვისაც ნაკრების კარი აქამდე არ გაღებულა. ერთ-ერთი მათგანი ბუდუ ზივზივაძეა. 27 წლის ფეხბურთელს "ჯვაროსნების" მაისურით ოთხ ამხანაგურ მატჩში უთამაშია, თუმცა ვლადიმირ ვაისის მუშაობის ბოლო პერიოდში, მას ეროვნულ გუნდში შანსი არ ეძლეოდა. ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ საქართველოს ნაკრებში მოხვედრის შემდეგ "ფეჰერვარის" ფორვარდს Live.ge ესაუბრა. "პირველ რიგში მადლობას გადავუხდი მთავარ მწვრთნელს და მის ასისტენტებს რომლებმაც ამდენწლიანი ლოდინის შემდეგ გამომიძახეს და ნდობა გამომიცხადეს. დიდი ხანი ველოდებოდი ამ შანსს და რა თქმა უნდა, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მექნება საშუალება მარტში ნაკრების მაისურით ვითამაშო. ახლა ყველაფერი ჩემზე იქნება დამოკიდებული და მაქსიმუმს გავაკეთებ, რომ ეს შანსი გამოვიყენო და ეროვნულ გუნდში ადგილი ​დავიმკვიდრო", - თქვა 25 წლის ფეხბურთელმა. "ჯვაროსნები" 2021 წელს 25 მარტს, სტოქჰოლმში, შვედეთთან გასამართი პირველი ტურის მატჩით დაიწყებენ.

სხვა სტატიები