ბრიტანელმა საფეხბურთო მიმომხილველებმა სენსაციური კვლევის შედეგი გამოაქვეყნეს
ბრიტანელი საფეხბურთო მიმომხილველების მიერ ჩატარებული კვლევის შემდეგ, საკმაოდ საინტერესო დასკვნა გახდა ცნობილი. გავრცელებული ინფორმაციით, 16-დან 24-წლამდე ბრიტანელი მოქალაქეების 46% ერთდროულად ორ კლუბს გულშემატკივრობს. კიდევ უფრო საინტერესოა ის ფაქტი, რომ გამოკითხულთა 27% სამ კლუბს ქომაგობს. აღსანიშნავია, რომ 16-დან 19-წლამდე ბრიტანელების 41% ესპანეთის ლა ლიგის ორ გრანდს გულშემატკივრობს. რთული მისახვედრი არაა, თუ რომელ ორ კლუბზეა საუბარი. ბრიტანელი ახალგაზრების ფავორიტთა შორის მადრიდის "რეალი" და "ბარსელონა" მოხვდნენ.
გასაკვირი არაა, რომ ესპანური გრანდებისადმი ინტერესი მათ ლეო მესიმ და კრიშტიანო რონალდუმ გაუჩინეს. ხშირია შემთხვევები, როდესაც ფანები ამა თუ იმ კლუბს კონკრეტული ვარსკვლავის გამო გულშემატკივრობენ. მაგალითისათვის, კრიშტიანო რონალდუს "იუვენტუსში" გადასვლიდან 24 საათის განმავლობაში, "რეალმა", Twitter-ზე 1 მილიონზე მეტი გამომწერი დაკარგა.Sickening news of the day: 46% of 16-24 year olds in the UK support at least two football teams, 27% support 3 or more (research by @COPA90 ) — James Shaw (@BigShaw1) September 3, 2018
In just one month in Turin, the Cristiano Ronaldo has taken Juventus to a completely different level! Instagram: 3,500,000 new followers Facebook: 1,700,000 new followers YouTube: 500,000 new followers Twitter: 350,000 new followers (@sportbible) pic.twitter.com/YGiLOuICgA — Cristiano Ronaldo (@TeamCRonaldo) August 11, 2018