Belive

ბრეშას პრეზიდენტმა მღვდელს ეგზორციზმის რიტუალი ჩაატარებინა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ისტორიული იტალიური საფეხბურთო კლუბის არასახარბიელო ფორმისა და უკანასკნელ ტურებში დაფიქსირებული კატასტროფული რეზულტატის გამო, "ბრეშას" პრეზიდენტმა სავარჯიშო მოედანზე მღვდელი მიიწვია და ეგზორციზმის რიტუალი ჩაატარებინა.

"ბრეშას" ამჟამინდელი მფლობელი მასიმო ჩელინო ცნობილია, როგორც ცრუმორწმუნე ადამიანი. ეს არ არის ერთადერთი უჩვეულო ქმედება, რომელიც ჩელინომ ჩაიდინა. გავრცელებული ინფორმაციით, ჩელინომ "ბრეშას" ფეხბურთელებს პირადად აუკრძალა 17-ნომრიანი მაისურის ჩაცმა, ასევე კლუბის სტადიონზე მე-17 რიგი და მე-17 სკამი ამოღებულია, რადგან რიცხვი 17 იტალიაში უიღბლობისა და წარუმატებლობის სიმბოლოდ ითვლება.

ჯერჯერობით უცნობია გამოიღებს თუ არა ეგზორციზმის რიტუალი სამომავლოდ შედეგს, მაგრამ კლუბის სავარჯიშო მოედანზე ჩატარებული რიტუალის შემდეგ, "ბრეშამ" პირველივე შეხვედრა "ბენევენტოსთან" დათმო.