Belive

ბრეშამ ბალოტელის კონტრაქტი გაუწყვიტა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მარიო ბალოტელი "ბრეშაში" გასულ ზაფხულს გადავიდა. "გაზეტა დელო სპორტი" ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ გუნდმა იტალიელ ფეხბურთელს კონტრაქტი გაუწყვიტა. "სუპერ" მარიო "ბრეშაში" 2022 წლის ივნისამდე უნდა ყოფილიყო, მაგრამ კლუბმა გადაწყვეტილება შეცვალა. როგორც ცნობილია, იტალიაში გუნდებმა ვარჯიშები განაახლეს, მაგრამ ბალოტელი არცერთ ვარჯიშზე არ გამოცხადდა და მიზეზი სწორედ ეს გახლავთ. შეგახსენებთ, რომ ბალოტელიმ სერია ა-ში "ბრეშას" მაისურით 19 შეხვედრა ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა.

სხვა სტატიები