Belive

ბრეკალომ ფიორენტინა დატოვა

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

25 წლის იოსიპ ბრეკალომ "ფიორენტინა" დატოვა და "დინამო ზაგრებს" საიჯარო ხელშეკრულებით შეუერთდა. ბრეკალოს იჯარასთან დაკავშირებულ დეტალებს, ცნობილი იტალიელი სპორტული ჟურნალისტი - ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, "დინამო ზაგრები" ბრეკალოს იჯარაში 100.000 ევროს გადაიხდის. ხორვატიის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული საფეხბურთო კლუბი დამატებით 100.000 ევროს იმ შემთხვევაში გადაიხდის, თუ ქვეყნის ჩემპიონატს მოიგებს, ხოლო ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრის შემთხვევაში, 200.000 ევროს გადაიხდის.

შეგახსენებთ, იოსიპ ბრეკალო "ფიორენტინას" 2023 წელს შეუერთდა და ამ დროის განმავლობაში ფლორენციული კლუბის მაისური 17 მატჩში მოირგო, სადაც 1 გოლის გატანა შეძლო.

სხვა სტატიები