Belive

BREAKING | კვარაცხელიამ ყაზანის რუბინი დატოვა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების შემტევმა, ხვიჩა კვარაცხელიამ, ყაზანის "რუბინი" დატოვა. ინფორმაციას თავად რუსული კლუბი ავრცელებს. "რუბინის" Facebook-გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში ვკითხულობთ, რომ მხარეებმა კონტრაქტის შეჩერებასთან დაკავშირებით, ორმხრივ შეთანხმებას მიაღწიეს. თავის მხრივ, აღნიშნული არ გულისხმობს იმას, რომ კონტრაქტი საბოლოოდ შეწყვეტილია: ქართველ ფეხბურთელს "რუბინთან" კონტრაქტი 2024 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს. დაბრუნდება თუ არა იგი კლუბში, ან გააგრძელებს თუ არა ქართველი ტალანტი კარიერას სხვა უცხოურ კლუბში, ჯერჯერობით უცნობია.
"მადლობას ვუხდით ხვიჩას რუბინში გატარებული დროისთვის და მას წარმატებებს ვუსურვებთ", - ვკითხულობთ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 23 მარტს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კვარაცხელია და ზურიკო დავითაშვილი "დინამო ბათუმს" შეუერთდნენ, თუმცა მოგვიანებით, გუნდის პრეზიდენტმა აღნიშნული უარყო. ინფორმაცია განახლებადია...

სხვა სტატიები