Belive

ბრაზილიური მასტერკლასი - როგორ მოვექცეთ დაშავებულ ფეხბურთელს?!

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბრაზილიაში "ფლუმინენსესა" და "ბოტაფოგოს" უხვგოლიანი მატჩი გაიმართა, რომელიც მასპინძლების მარცხით, 2:4 დასრულდა.

გატანილ 6 გოლთან ერთად, გულშემატკივარმა უჩვეულო სანახაობაც იხილა, რომლის მსგავსსაც ხშირად ვერ ვნახავთ. მეორე ტაიმის მიწურულს, "ბოტაფოგოს" ფეხბურთელმა, დროის გაყვანის მიზნით, დაშავებული თანაგუნდელი მოედანზე შეათრია. "ფლუმინენსეს" ფეხბურთელებმა "ტრავმირებული" ისევ მოედნის მიღმა გაათრიეს, თუმცა, იქვე "ბოტაფოგოს" კიდევ ერთი ფეხბურთელი იყო, რომელმაც თანაგუნდელი ისევ მოედანზე დააბრუნა.

"ტრავმირებული" ფეხბურთელი 18 წლის იარლენ ფაუსტინო აუგუსტო გახლდათ, რომელიც სადებიუტო მატჩში დროის გაყვანის ხელოვნებას სრულად ეზიარა.