Belive

ბრაზილიური ფეხბურთის ლეგენდა მარიო ზაგალო გარდაიცვალა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი და მწვრთნელი - მარიო ზაგალო 92 წლის ასაკში გარდაიცვალა. ზაგალომ, როგორც მარცხენა ვინგერმა ბრაზილიის ნაკრების პირველი მსოფლიო ჩემპიონობა 1958 წელს იზეიმა, ის გუნდში იყო მაშინაც, როცა 4 წლის შემდეგ ბრაზილიამ ტიტული დაიცვა.

ზაგალო 1970 წლის ბრაზილიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო, ამ გუნდს უამრავი ადამიანი ისტორიაში საუკეთესო საფეხბურთო გუნდად მიიჩნევს. როგორც მწვრთნელმა 1970-ში მუნდიალი პელესთან, ზაირჟინიოსთან, რიველინოსთან და იმ ფეხბურთელებთან ერთად მოიგო, რომლებიც მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ოქროს ასოებით არიან ჩაწერილი.

1994 წელს ზაგალომ მუნდიალი მწვრთნელის ასისტენტის რანგში მოიგო და გახდა ადამიანი, რომელსაც 4 მსოფლიო ჩემპიონის ტიტული აქვს.

ერთგული მამა, მოსიყვარულე ბაბუა, მზრუნველი სიმამრი, ერთგული მეგობარი, გამარჯვებული, პროფესიონალი და დიდი ადამიანი. უდიდესი კერპი. პატრიოტი, რომელიც გვიტოვებს დიდი მიღწევების მემკვიდრეობას.

მადლობა იმ დროისთვის, რაც თქვენთან ერთად გავატარეთ და ვთხოვთ ღმერთს, ნუგეში ვიპოვოთ კარგ მოგონებებში და იმ დიად მისაბაძ მაგალითში, რომელიც თქვენ დაგვიტოვეთ - ნათქვამია ზაგალოს ოჯახის წევრების განცხადებაში