Belive

ბრაზილიისა და არგენტინის შეხვედრა მარაკანაზე გაიმართება

6 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

21 ნოემბერს, ბრაზილიის ეროვნული ნაკრები, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩს არგენტინის წინააღმდეგ, ,,მარაკანაზე'' გამართავს.

,,ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციამ ბრაზილიიდან და მსოფლიოს არაერთი ქვეყნიდან მიიღო მიწვევა, რომ ფეხბურთის ერთ-ერთი უდიდესი დაპირისპირებისთვის ემასპინძლათ. არჩევანი მარაკანაზე არა მხოლოდ ლოგისტიკური საკითხების, ვარჯიშისა და მოგზაურობის პირობების გამო შეჩერდა, არამედ იმიტომ, რომ გვინდა, ნაკრების თამაში ქვეყნის ყველა რეგიონში ჩატარდეს. დარწმუნებული ვარ, მსოფლიოს ყველაზე ცნობილი სტადიონი დიდი საფეხბურთო დღესასწაულის სცენა იქნება.'' - ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციის პრეზიდენტი, ედნალდო როდრიგეში

ერთმანეთთან შეხვედრამდე, ბრაზილია და არგენტინა 3-3 მატჩს გამართავენ - ,,სელესაო'' ვენესუელას, ურუგვაისა და კოლუმბიას დაუპირისპირდება, ,,ალბისელესტე'' კი - პარაგვაის, პერუსა და ურუგვაის.

სხვა სტატიები