Belive

ბრაზილიისა და არგენტინის გადადებული მატჩი, შესაძლოა, ავსტრალიაში ან აზიაში ჩატარდეს

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრა ბრაზილიისა და არგენტინის ნაკრებებს შორის, შესაძლოა, სამხრეთ ამერიკაში არ ჩატარდეს. Globo Esporte-ს ცნობით, გადატანილ თამაშს, დიდი ალბათობით, ავსტრალიის ან აზიის ერთ-ერთი ქვეყანა უმასპინძლებს, თუმცა ფიფას მატჩის ჩატარების თარიღი ჯერჯერობით არ დაუზუსტებია. შეხვედრა გასული წლის სექტემბერში უნდა გამართულიყო, მაგრამ დაწყებიდან რამდენიმე წუთში შეწყდა, რადგან ბრაზილიის ხელისუფლების ინფორმაციით, 4 არგენტინელი ფეხბურთელი ქვეყანაში დარღვევით იყო შესული. სამხრეთ ამერიკაში მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის სატურნირო ცხრილის პირველ პოზიციას სწორედ ბრაზილიის ნაკრები იკავებს და მეორეადგილოსან არგენტინას 4 ქულით უსწრებს. მუნდიალის საგზური ორივე ნაკრებს განაღდებული აქვს.

სხვა სტატიები