Belive

ბრაზილიის ნაკრებმა მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლა

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბრაზილიის ეროვნული ნაკრებიდან მთავარი მწვრთნელი, ფერნანდო დინიზი ოფიციალურად გაათავისუფლეს. გადაწყვეტილება პირადად ედნალდო როდრიგესმა მიიღო მას შემდეგ, რაც ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე 1 დღის დაბრუნებული იყო.

ედნალდო როდრიგესმა თავდაპირველად ეს ამბავი "ფლუმინენსეს" პრეზიდენტს, მარიო ბიტენკურს შეატყობინა (დინიზი ერთდროულად კლუბის მწვრთნელიც იყო და ნაკრებისაც). როდრიგესმა გაწეული სამსახურისთვის ყოფილ მწვრთნელს მადლობა გადაუხადა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ თავიდანვე დაჰპირდა ფლუმინენსეს ხელმძღვანელობას, რომ მათ მწვრთნელს ნაკრებში დროებითი სამუშაო უნდა ჩაეტარებინა.

დინიზი ნაკრების მწვრთნელის პოსტზე 2023 წლის 4 ივლისს დანიშნეს, ფედერაციის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ის ფლუმინენსეს მწვრთნელის პოსტსაც შეინარჩუნებდა და ნაკრებში იქამდე იმუშავებდა, სანამ ბრაზილია კარლო ანჩელოტის მოიყვანდა, თუმცა იტალიელმა სპეციალისტმა მადრიდის რეალთან კონტრაქტი გაახანგრძლივა და გეგმაც ჩავარდა.

ფერნანდო დინიზმა ბრაზილიის ნაკრებთან ერთად 6 მატჩი გამართა, 6-ვე 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე. ბრაზილიელებმა პერუსთან და ბოლივიასთან მოიგეს, ვენესუელასთან ფრედ ითამაშეს, არგენტინასთან, ურუგვაისთან და კოლუმბიასთან კი დამარცხდნენ.

სხვა სტატიები