Belive

ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებისთვის

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.

სელესაოს რიგებში ვერ მოხვდა ვინისიუს ჟუნიორი, რომელსაც დისკვალიფიკაციის გამო პირველი მატჩის გამოტოვება უწევდა. განაცხადს მიღმა დარჩა რეალის კიდევ ერთი შემტევი, როდრიგოც.

ანჩელოტის არჩევანი ასე გამოიყურება:

  • მეკარეები - ალისონი, ბენტო, უგო სოუზა;

  • მცველები - ალექს სანდრო, ალექსანდრო, მარკინიოსი, ვანდერსონი, ვესლი, კაიო ენრიკე, დუგლას სანტოსი, ფაბრისიო ბრუნო, გაბრიელ მაგალაეში;

  • ნახევარმცველები - ანდრეი სანტოსი, ბრუნო გიმარაეში, კაზემირო, ლუკაშ პაკეტა, ჟოელინტონი;

  • თავდამსხმელები - გაბრიელ მარტინელი, ჟოაო პედრო, ესტევეაო, მატიას კუნია, რაფინია, რიშარლისონი, კაიო ჟორჟე, ლუის ენრიკე,

ბრაზილიის ნაკრები, რომელსაც მსოფლიო ჩემპიონატის საგზური უკვე გაფორმებული აქვს, 5 სექტემბერს ჩილეს უმასპინძლებს, 10-ში კი ბოლივიას ესტუმრება.

Image