ბრაზილიის ნაკრების ,,საოცნებო სამიზნედ'' კვლავ კარლო ანჩელოტი რჩება
8 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ბოლო დროს ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებს კარლო ანჩელოტი ისევ დაუკავშირეს. გავრცელებულ ინფორმაციას იტალიელი ინსაიდერი, ფაბრიციო რომანო სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:
,,ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაცია მწვრთნელის შეცვლას სერიოზულად განიხილავს და ახლა ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელის, დორივალ ჟუნიორის ბედი კითხვის ნიშნის ქვეშაა.
ბრაზილიური მედიის ცნობით, სელესაოს საოცნებო სამიზნედ კვლავ კარლო ანჩელოტი რჩება, მაგრამ ამ მომენტისთვის მხარეებს შორის მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს, რადგან ბევრი რამ მადრიდის რეალზეა დამოკიდებული. - წერს ფაბრიციო რომანო
ბრაზილიის ნაკრებს დორივალ ჟუნიორი 2024 წლის იანვრიდან წვრთნის. მისი ხელმძღვანელობით ,,სელესაომ'' 16 შეხვედრა ჩაატარა, 7 მოიგო, 7 ფრედ დაასრულა, 2-ში კი დამარცხდა.
🚨🇧🇷 Brazilian Federation are seriously considering a managerial change as now Dorival Junior position is under review.
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) March 26, 2025
The dream target for July would be Carlo Ancelotti again, as @geglobo reported — but no negotiations are taking place now as it also depends on Real Madrid. pic.twitter.com/RFzPJaDgRR