ბრაზილიელი ფეხბურთელი მოედნიდან უცნაური მიზეზით გააძევეს
უცნაური წითელი ბარათების რიგში, ეს შემთხვევა, ერთ-ერთ გამორჩეულ ადგილს დაიკავებს - ბრაზილიელი ფეხბურთელი ბოთლში მოშარდვის გამო გააძევეს.
31 წლის თავდამსხმელი, მეტროპოლიტანოს მოთამაშე, ლუკას სოუზა, სანტა კატარინას ჩემპიონატის სერია B-ს ნახევარფინალის პირველ მატჩში, კარლოს რენოს წინააღმდეგ, სათადარიგოთა სკამზე იმყოფებოდა, თუმცა მხოლოდ 62 წუთის განმავლობაში, რადგან ბოთლში მოშარდვაში გამოიჭირეს.
კადრებში ჩანს, როგორ მივიდა მსაჯი, ადრიანო რობერტო დე სოუზა მეტროპოლიტანოს სათადარიგოთა სკამთან - წითელი ბარათის საჩვენებლად, რასაც მასპინძელი გუნდის მხრიდან პროტესტი მოჰყვა. წამყვანმა ბრაზილიურმა გამოცემა „Globo“-მ განაცხადა, რომ შემთხვევის შესახებ, მთავარ არბიტრს, მეოთხე მსაჯმა აცნობა.
როგორც წესი, გამოუვალი სიტუაციების დროს, ფეხბურთელებს ტუალეტში გასვლა არ ეკრძალებათ და ეს არანაირ სანქციას არ იწვევს, მით უმეტეს, ისეთ მკაცრს, როგორიც წითელი ბარათია, თუმცა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა სხვანაირად გადაწყვიტა.