ბრაზილიაში 21 წლის ფეხბურთელი მეხის დაცემის შედეგად გარდაიცვალა
21 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელი, კაიო ენრიკე დე ლიმა გონსალვეში მატჩის დროს, მეხის დაცემის შედეგად გარდაიცვალა. ინფორმაციას Globo Esporte ავრცელებს.
უბედური შემთხვევა სანტუ-ანტონიუ და პლატინაში, ბრაზილიის რეგიონალურ თასზე, სამოყვარულო გუნდების შეხვედრისას მოხდა. კაიო ენრიკეს გარდა, კიდევ ექვსმა ფეხბურთელმა სხეულის მძიმე დამწვრობა მიიღო და საავამდყოფოში გადაიყვანეს.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ მეხის ჩამოვარდნის შემდეგ, გუნდების წარმომადგენლები დაზარალებულების დახმარებას ცდილობენ.
🚨⚠️ GRAVE
— Goleada Base (@goleada_base) December 11, 2023
Jogador de 21 anos morre durante uma partida de futebol, após ser atingido por um raio.
Caio Henrique (como foi identificado) estava disputando a Copa Regional de Futebol Amador em Santo Antônio-PR.
🗞️ Globo Esporte
🎥 Reprodução
pic.twitter.com/ApyboUyRFi