ბრაზილიამ ჩილეს მოუგო, არგენტინამ ვენესუელასთან ფრედ ითამაშა
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-9 ტურში ბრაზილიის ეროვნულმა ნაკრებმა ჩილეს სტუმრად 2:1 მოუგო.
მატჩში დაწინაურება მე-2 წუთზე მასპინძლებმა შეძლეს - თავი ედუარდო ვარგასმა გამოიჩინა. ბრაზილიელებმა პირველი ტაიმის მიწურულს იგორ ჟეზუსის გოლით გაათანაბრეს.
მე-2 ნახევარში ,,სელესაოს'' უპირატესობა ჰქონდა, რასაც გოლი 89-ე წუთზე მოჰყვა - ბრაზილიას ,,ბოტაფოგოს'' შემტევმა, ლუის ენრიკემ მოაგებინა.
დღეს ითამაშა არგენტინამაც. მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონებისა და ვენესუელას შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა. ნაკრებს დაუბრუნდა ლეო მესი, რომელსაც ეროვნულ გუნდში ტრავმის გამო 15 ივლისის შემდეგ არ ჰქონდა ნათამაშები.
მატჩში ანგარიში მე-13 წუთზე ნიკოლას ოტამენდიმ გახსნა, რომელმაც სტანდარტულის გათამაშების შემდეგ, მეტოქე გუნდის საჯარიმოში შექმნილი არეულობით ისარგებლა.
მე-2 ტაიმში მასპინძლებმა არაერთი მომენტი შექმნეს, ქულის მომტანი გოლი 65-ე წუთზე სალომონ რონდონმა გაიტანა.
9 ტურის შემდეგ, არგენტინა 19 ქულით სატურნირო ცხრილის პირველ პოზიციაზეა, ბრაზილია კი 13 ქულით მე-4 ადგილს იკავებს.