Belive

ბრაზილია, ინგლისის ნაკრების წინააღმდეგ, ყვითელი ფორმით არ ითამაშებს

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბრაზილიის ეროვნული ნაკრები, 7 წლის განმავლობაში პირველად, "უიმბლიზე" ინგლისის ნაკრებს, ამხანაგურ შეხვედრაში დაუპირისპირდება. გარეტ საუტგეიტის გუნდი ევრო 2024-თვის ემზადება, ხოლო "სელესეაო" კოპა ამერიკისთვის უნდა შევიდეს ფორმაში.

ინგლისის ნაკრების ტრადიციული ფორმა (ფერი) თეთრია, ხოლო ბრაზილიის ნაკრებისთვის - ყვითელი, თუმცა სამხრეთ ამერიკელები, მიუხედავად იმისა, რომ არანაირი დაბრკოლება ტრადიციული ფერით გამოსვლისა არ არსებობს, მაინც გასვლით ფორმას (ცისფერი) ჩაიცვამენ.

გადაწყვეტილებას, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ხუთგზის გამარჯვებულმა ასეთი არჩევანი გააკეთეს, ბევრი კითხვის ნიშანი მოჰყვა, თუმცა ოფიციალური პასუხი არ არსებობს. ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ Nike-ს სურს გამოიყენოს თამაში ქვეყნის ახალი გასვლითი ფორმის წარმოსაჩენად, ამხანაგური მატჩებით ხშირად გამოიყენება ახალი მაისურების საჩვენებლად. ბრაზილიას ჯერ არ უთამაშია თავისი ახალი მაისურებით, გასვლით ფორმას უემბლიზე გამოიყენებენ, ტრადიციული ყვითელი კი, სავარაუდოოდ, მომავალ კვირას, ესპანეთის წინააღმდეგ გამოჩნდება.

ინგლისის ნაკრებიც ასევე ახალი, სადებიუტო ფორმით იქნება, რომელსაც 2024 წლის საშინაო ან ნომინალურად საშინაო მატჩებისთვის გამოიყენებს.