Belive

ბრაიტონი და ბოკა ხუნიორსი ვალენტინ ბარკოს ტრანსფერზე შეთანხმდნენ

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

"ბრაიტონი" და "ბოკა ხუნიორსი" 19 წლის არგენტინელი ფეხბურთელის - ვალენტინ ბარკოს ტრანსფერზე შეთანხმდნენ. აღნიშნულ ინფორმაციას, ცნობილი იტალიელი სპორტული ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

ფაბრიციო რომანოს მტკიცებით, ორ კლუბს შორის გაფორმებული შეთანხმების შემდეგ, "ბრაიტონის" წარმომადგენლებმა ვალენტინ ბარკოსთანაც შეათანხმეს პირადი კონტრაქტის დეტალები. ცნობილია, რომ პრემიერ ლიგის ბინადარი კლუბი, ახალგაზრდა არგენტინელის სანაცვლოდ 10 მილიონ დოლარს გადაიხდის.

"ელ კოლო" უნივერსალური ფეხბურთელია, რომელსაც მარცხენა მცველისა და მარცხენა ნახევარმცველის პოზიციაზე შეუძლია თამაში და მასზე "ბრაიტონი" დიდ იმედებს ამყარებს.

სხვა სტატიები