Belive

,,ბოტაფოგო ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია მათ შორის, ვისაც ამ სეზონში შევხვდით'' - ლუის ენრიკე

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

პარი სენ ჟერმენის მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, ბოტაფოგოსთან წაგებული მატჩი შეაფასა:

,,ვიცოდით, რომ ძალიან რთული შეხვედრა გველოდა, ისინი თავს კარგად იცავდნენ. საგოლე მომენტების შექმნა გაგვიჭირდა, მათ კი ცოტა უცნაური გოლი გაგვიტანეს.

ჩვენ წინააღმდეგ ყველა მეტოქემ ასეთი ღრმა დაცვით უნდა ითამაშოს? არამგონია, რომ ბოტაფოგოს ასე ეთამაშა, რა თქმა უნდა, გარდა მატჩის ბოლო წუთებისა. ეს, ალბათ, ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია მათ შორის, ვისაც ამ სეზონში შევხვდით.

დღეს ამ შედეგს არავინ ელოდა, მაგრამ ჩვენმა მეტოქემ მოგება დაიმსახურა. ახლა დროა თამაში გავაანალიზოთ და ვნახოთ, რა გვჭირდება გასაუმჯობესებლად. ეს რთული ტურნირია და შემდეგი მატჩი გადამწყვეტი იქნება. - ლუის ენრიკე

მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის მე-2 ტურში პარი სენ ჟერმენი ბრაზილიურ ბოტაფოგოსთან 0:1 დამარცხდა.

ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში ლუის ენრიკეს გუნდის მეტოქე სიეტლ საუნდერსი იქნება. შეხვედრა ორშაბათს, 23 ივნისს გაიმართება.

View this post on Instagram

A post shared by Paris No Limit ♥ PSG (@parisnolimit)

სხვა სტატიები