Belive

ბოსნიის ნაკრების მწვრთნელი: "ამხანაგური მატჩი არ გვაინტერესებს, საქართველოსთან შეხვედრას სერიოზულად ვეკიდებით"

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ბოსნიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ივაილო პეტევმა საქართველოსთან გასამართი ამხანაგური მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.
"ამ ორი ამხანაგური მატჩით ახალ ეტაპზე გადავდივართ. თუ ჩვენს შემადგენლობას გადახედავთ, ნახავთ, რომ აქ მოთამაშეთა 90%-ის ფეხბურთელები არიან, რომლებმაც სანაკრებო მატჩებში მონაწილეობა მიიღეს. ჩვენთვის არ არსებობს ამხანაგური მატჩი. არ აქვს მნიშვნელობა შეხვედრა რა ხასიათს ატარებს: იქნება ეს ამხანაგური თუ ოფიციალური მატჩი. ჩვენ ყველა მატჩში ვცდილობთ ვიყოთ უკეთესები და განვვიითარდეთ იმედია კარგად ვითამაშებთ. ფეხბურთელებს ვთხოვ მაქსიმალურ ერთგულებას და ველი, რომ ამ მატჩებიდან ბევრ დადებითს მივიღებთ. საქართველომ და ლუქსემბურგმა ბოლო წლებში დიდი პროგრესი განიცადეს და ამ ორ მატჩს სერიოზულად უნდა მივუდგეთ", - თქვა ბულგარელმა სპეციალისტმა.
საქართველოსა და ბოსნიის ნაკრებების დაპირისპირება 24 მარტს ქალაქ ზენიცაში გაიმართება. შეხვედრა თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება და შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

სხვა სტატიები