Belive

ბორდალასი - ბარსელონა ფინანსურ რეგულაციებს არღვევს

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

€55 მილიონიანი ტრანსფერის გაოფიციალურების შემდეგ, კატალონიური გრანდი სატრანსფერო აქტივობის გაგრძელებას გეგმავს. გავრცელებული ინფორმაციით, "ბლაუგრანას" მესვეურები ალვარო მორატას შეძენას ცდილობენ. "ბარსელონას" სატრანსფერო რადარზე ერლინგ ჰოლანდიც აღმოჩნდა. იმ შემთხვევაში, თუ დაგეგმილი ტრანსფერები განხორციელდება, "ბარსელონა" მნიშვნელოვნად გაძლიერდება, მაგრამ ხოსე ბორდალასი მიიჩნევს, რომ კატალონიელები ფინანსურ რეგულაციებს არღვევენ.

"კატალონიელების დავალიანება 300 მილიონ ევროს შეადგენს. მიუხედავად ამისა, "ბარსელონამ" ფერან ტორესი შეიძინა და ალვარო მორატას ტრანსფერის განხორციელებას გეგმავს. კლუბის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რამდენიმე ტრანსფერი განხორციელდება და ერლინგ ჰოლანდის გადაბირებას ეცდება. სადაა ფინანსური ფეირ-პლეი?", - აღნიშნავს ხოსე ბორდალასი.

სხვა სტატიები