Belive

ბოლოს როდის ჰქონდა წაგებული იუვეს სერია ა-ში?

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
რამდენიმე წუთის წინ, სერია ა-ს 28-ე ტურის მატჩში "იუვენტუსი" სტუმრად "ჯენოასთან" 2:0 დამარცხდა. ტურინელებმა იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში პირველად წააგეს. ამასთან ერთად, მასიმილიანო ალეგრის გაწვრთნილი "იუვე" ბოლოს სერია ა-ში 2018 წელს, "ნაპოლისთან" დამარცხდა. ცნობისთვის, "ბებერი ქალბატონები" 75 ქულით სერია ა-ს ერთპიროვნული ლიდერები არიან.

სხვა სტატიები