Belive

ბოლოს როდის ჰქონდა გატანილი მესის ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში?

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალურ ეტაპზე "ბარსელონამ" შინ "მანჩესტერ იუნაიტედი" 3:0 დაამარცხა და ორი მატჩის ანგარიშით, (4:0) ნახევარფინალში თამაშის უფლება მოიპოვა. კატალონიელთა ლიდერმა, ლეო მესიმ აღნიშნულ შეხვედრაში დუბლის შესრულება მოახერხა და ინგლისური გუნდების წინააღმდეგ ჩატარებულ 32 მატჩში თავი 24-ჯერ გამოიჩინა. უნდა აღინიშნოს, რომ ლეომ დღეს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალების მშრალი სერია შეწყვიტა - ბოლოს მას გოლი ამ ეტაპზე 2013 წელს, "პსჟ"-ს კარში ჰქონდა გატანილი. ასევე საინტერესოა, რომ "ბარსელონამ" ყველა იმ ორ რაუნდიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა, რომელშიც არგენტინელმა ბურთი გაიტანა.

სხვა სტატიები