Belive

ბოლო შემთხვევა, როდესაც სეზონი ნაადრევად დასრულდა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

კორონავირუსის პანდემიის გამო მსოფლიოს მასშტაბით ტურნირები შეჩერებულია. ჯერჯერობით უცნობია, მოხერხდება თუ არა მიმდინარე სეზონის ბოლომდე მიყვანა. ცხადია, არსებობს ვარაუდი, რომ ჩემპიონატები ნაადრევად დასრულდება. 90-იანებში მსგავსი რამ უკვე მოხდა, როდესაც ყოფილ იუგოსლავიაში ომი დაწყების შემდეგ ჩემპიონად "პარტიზანი" გამოაცხადეს. ანალოგიური შემთხვევა 2019 წელსაც დაფიქსირდა. ჩილეში, სამოქალაქო პროტესტის გამო, საფეხბურთო ჩემპიონატის შეჩერება გადაწყვიტეს. 6 ტურის ადრე "უნივერსიდად კათოლიკას" 53 ქულა ჰქონდა და მეორეასგილოსან "კოლო კოლოს" 13-ით უსწრებდა. საბოლოოდ, გასულ წელს ჩილეს ჩემპიონატიდან არავინ გაუგდიათ, "კათოლიკა" კი ჩემპიონი გახდა.