Belive

ბოლო 30 წელიწადში პირველად: შალკე ბუნდესლიგიდან გავარდა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
გერმანული ფეხბურთის ერთ-ერთი გრანდი, გელზენკირხენის "შალკე" ბუნდესლიგას დაემშვიდობა. გერმანული ფეხბურთის ელიტიდან ქვეყნის 7-გზის ჩემპიონი გათამაშების დასრულებამდე 4 ტურით ადრე, 40-ე სათამაშო კვირაში, "არმინია ბილფელდთან" სტუმრად (0:1) წაგებული შეხვედრის შემდეგ დაქვეითდა. "მეშახტეებმა" მიმდინარე სეზონში მხოლოდ და მხოლოდ 13 ქულა მოაგროვეს და ორად ორი მატჩის მოგება მოახერხეს, რითიც ჩემპიონატის ყველაზე სუსტი გუნდის სტატუსი მიიღეს და 30-წლიანი პაუზის შემდეგ, მეორე ბუნდესლიგაში გადაინაცვლეს. კლუბი, რომელიც თავის ქვეყანაში მეოთხე ყველაზე ტიტულოვანია და რომელიც 10 წლის წინათ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში იმყოფებოდა, რანგით მეორე დივიზიონში 116-წლიან ისტორიაში სულ შვიდჯერ იმყოფებოდა, ეს კი მერვე შემთხვევაა. ბოლოს, "შალკე" მეორე ლიგაში 1990/91 წლების სეზონში იყო და მას მერე ბუნდესლიგაში ჩავარდნის გარეშე გამოდიოდა. 2018 წელს, "შალკემ" ბუნდესლიგის გათამაშება მეორე პოზიციაზე დაასრულა, მხოლოდ მიუნხენის "ბაიერნს" ჩამორჩა და ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზეც გამოვიდა, თუმცა გუნდიდან ახალგაზრდა მთავარი მწვრთნელის, დომენიკო ტედესკოს წასვლის შემდეგ, დასავლეთ გერმანული კლუბისთვის ევროტურნირების კარი დაიხურა.

სხვა სტატიები