Belive

ბოლივიის ეროვნული ნაკრების ისტორიული გამარჯვება

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-8 ტურში, სამხრეთ ამერიკაში ისტორიული ფაქტი დაფიქსირდა. ჩილემ საკუთარ არენაზე ბოლივიას უმასპინძლა, სადაც სტუმრებმა თავიანთი წარუმატებელი სერია შეწყვიტეს და 1993 წლის შემდეგ გასვლითი მატჩი პირველად მოიგეს - 1:2. ბოლოს ბოლივიამ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციოზე გასვლითი შეხვედრა 1993 წელს, ვენესუელას წინააღმდეგ მოიგო (1:7).

შეხვედრის მიმდინარეობას ჩილე აკონტროლებდა, მაგრამ მატჩი მეტოქემ მოიგო. პირველ ტაიმში დაფიქსირებული შედეგი საბოლოო აღმოჩნდა. მე-13 წუთზე ანგარიში ბოლივიელმა კარმელო ალგარანასმა გახსნა, ჩილემ ედუარდო ვარგასის გოლის წყალობით ანგარიში 39-ე წუთზე გაათანაბრა, 45+1-ე წუთზე კი მიგელ ტერსეროსმა თავის ნაკრებს მოაგებინა.