ბოიკოტი ალ ნასრის მენეჯმენტს - რონალდუმ თამაშზე უარი განაცხადა
პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი, კრიშტიანუ რონალდუ ალ ნასრის მენეჯმენტის ქმედებებით უკმაყოფილოა და ალ რიადის წინააღმდეგ გასამართ მატში მონაწილეობის მიღება არ სურს. აღნიშნულ ინფორმაციას ავტორიტეტული გამოცემა A BOLA ავრცელებს.
წყაროს მტკიცებით, რონალდუ უკმაყოფილოა, რომ ალ ნასრის მმართველები და საუდის არაბეთის საჯარო ინვესტიციების ფონდი (PIP) ფეხბურთელებს, კონკურენტ კლუბებთან შედარებით, სათანადო ყურადღებას არ აქცევენ. ბოიკოტი ასევე იმ ფაქტმაც გამოიწვია, რომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს, ალ ნასრის გასაძლიერებლად სათანადო ტრანსფერები არ განხორციელებულა.
🚨 𝗕𝗥𝗘𝗔𝗞𝗜𝗡𝗚: Cristiano Ronaldo has REFUSED to play for Al-Nassr today because he is DISSATISFIED with the management of the club by the Saudi Government Fund compared to the treatment given to their rivals, who are also owned by PIF.
— The Touchline | 𝐓 (@TouchlineX) February 2, 2026
— @abolapt pic.twitter.com/btbxzz3S0N
საუდის არაბეთის პროფესიონალური ლიგის მიმდინარე სეზონში, კრიშტიანუ რონალდუს ანგარიშზე 17 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა. ალ ნასრი 43 ქულით მეორე ადგილზე იმყოფება და ჩემპიონატის ლიდერ, ალ ჰილალს 3 ქულით ჩამორჩება.