Belive

,,ბოდიში და მადლობა'' - ხვიჩა კვარაცხელია მილანთან მატჩის შემდეგ

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ნაპოლის'' თავდამსხმელი, ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:

,,რთულია როცა ვხედავ ცრემლებს თქვენს თვალებზე და თქვენთვის ბედნიერება ვერ მომაქვს. ყველანაირად ვეცდები დღევანდელი დღე გამოცდილებად მივიღო.

ბოდიში და მადლობა იმ მხარდაჭერისთვის რომელსაც ყოველ წამს ვგრძნობ ! მიყვარხართ და დავბრუნდებით უფრო ძლიერები. წინ ბევრი მატჩია, ოცნება გრძელდება!'' - წერს კვარაცხელია.

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრაში ,,ნაპოლიმ” ,,მილანს” უმასპინძლა, მატჩი ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა. შედეგად, ნეაპოლელები მეტოქესთან ორი შეხვედრის ჯამში 1:2 დამარცხდნენ და ტურნირს გამოეთიშნენ.

View this post on Instagram

A post shared by Khvicha Kvaratskhelia (@kvara7)

სხვა სტატიები