ჟერომ ბოატენგმა კარიერის გაგრძელება საფრანგეთში გადაწყვიტა - გამოცდილი ცენტრალური მცველი "ლიონში" ითამაშებს.
ფრანგული მედიის ინფორმაციით, ბოატენგის ტრანსფერი "ლიონში" გადაწყვეტილია. აქვე გეტყვით, რომ 32 წლის გერმანელი ფეხბურთელი ახალ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.
ჟერომის გადაბირება იტალიურს გუნდებს - "ლაციოსა" და "ფიორენტინაც" სურდათ, თუმცა ბოატენგი საბოლოოდ "ლიონს" შეუთანხმდა.
შეგახსენებთ, რომ ბოატენგის 10-წლიანი კარიერა "ბაიერნში" სულ რაღაც 2 თვის წინ დასრულდა. მიუნხენელებმა გუნდის ლეგენდას კონტრაქტი აღარ გაუხანგრძლივეს.
გერმანელმა ცენტრალურმა მცველმა "ბაიერნის" მაისურით ყველა ტურნირზე 363 მატჩი ჩაატარა და 10 გოლი გაიტანა. "რეკორდმაისტერის" რიგებში ბოატენგმა ჩემპიონთა ლიგა 2-ჯერ მოიგო, ხოლო გერმანიის ჩემპიონი ის 9-ჯერ გახდა. ჟერომის ანგარიშზე გერმანიის თასისა და სუპერ თასის 5-5 ტიტულია.