Belive

ბლაგოია მილევსკი - როდესაც ისეთ ნაკრებს ეთამაშები, როგორიც საქართველოა, თავდაჯერება აუცილებელია

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

უეფას ერთა ლიგის 2022/23 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის ბოლოსწინა მატჩში, საქართველოს ნაკრები ჩრდ. მაკედონიის ეროვნულ გუნდს ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენაზე” დაუპირისპირდა.

"დინამო არენას" სავსე ტრიბუნების ფონზე, საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა მეტოქეს 2 უპასუხო გოლი გაუტანა და C-დივიზიონის მე-4 ჯგუფის ლიდერობა განიმტკიცა.

მატჩის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, ჩრდ. მაკედონიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ბლაგოია მილევსკიმ აღნიშნა, რომ საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ თამაშის დროს, თავდაჯერება აუცილებელია.

"ორი წლის წინანდელ მოვლენებზე და იმაზე თუ რა მოხდა ამ საპრესკონფერენციო დარბაზში კომენტარს ვერ გავაკეთებ. როდესაც ისეთ ნაკრებს ეთამაშები, როგორიც საქართველოა თავდაჯერება აუცილებელია, ამიტომ არ ვფიქრობ რომ დმიტრიევსკიმ გადაამეტა. ჩემი გუნდის თამაშით კმაყოფილი ვარ. ზოგადად მსაჯებით უკმაყოფილო ვარ, თუმცა ამაზე არაფერს ვიტყვი", - ბლაგოია მილევსკი.

სხვა სტატიები