Belive

"ბირმინგემმა" გრილიშზე თავდამსხმელს განაჩენი გამოუტანა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
როგორც მოგეხსენებათ დღეს ინგლისის ჩემპიონშიფში ბირმინგემული დერბი გაიმართა. "ბირმინგემმა" შინ "ასტონ ვილას" უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა. მატჩის მეცხრე წუთზე სტადიონზე მასპინძელთა გულშემატკივარი შემოვარდა და სტუმართა თავდამსხმელს, ჯეკ გრილიშს თავს დაესხა. მოგვიანებით "ბირმინგემ სიტიმ" ამ ფაქტთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გაავრცელა: "კლუბის სახელით ბოდიშს ვუხდით ჯეკ გრილიშსა და "ასტონ ვილას" დღევანდელ დერბიში მომხდარი ინციდენტის გამო. ჩვენ ვგმობთ მომხდარს, აღნიშნული გულშემატკივარს სამუდამოდ აეკრძალება "სენტ ენდრიუსზე" შემოსვლა, კლუბი ასევე ითანამშრომლებს გამოძიებასთან"

სხვა სტატიები