Belive

ბილეთებზე მაღალი მოთხოვნის გამო, ქალთა მსოფლიო ჩემპიონატის გახსნითი მატჩი უფრო დიდ სტადიონზე ჩატარდება

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ქალთა მსოფლიო ჩემპიონატის გახსნითი შეხვედრა ავსტრალიისა და ირლანდიის ნაკრებებს შორის Stadium Australia-ზე ჩატარდება, რომელიც 83 ათასამდე მაყურებელს იტევს. ინფორმაციას ფიფა ავრცელებს.

თავდაპირველად, გახსნითი მატჩისთვის სიდნეის საფეხბურთო სტადიონს უნდა ემასპინძლა, რომლის მაქსიმალური ტევადობა 42 500-ია.

ცვლილების მიზეზი ბილეთებზე დიდი მოთხოვნაა, რის გამოც ორგანიზატორებმა მატჩის ჩატარება ორჯერ დიდ სტადიონზე გადაწყვიტეს. Stadium Australia ტურნირის ფინალსაც უმასპინძლებს.

ქალთა მსოფლიო ჩემპიონატის მატჩებისთვის, რომელსაც ავსტრალია და ახალი ზელანდია მასპინძლობენ, ამ ეტაპზე 500 ათასზე მეტი ბილეთია გაყიდული. ფიფაში ფიქრობენ, რომ ტურნირს 1,5 მილიონზე მეტი ადამიანი დაესწრება.

მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი აშშ-ს ნაკრებია, რომელმაც 2019 წელს ფინალში ნიდერლანდებს მოუგო.

სხვა სტატიები