Belive

ბეტისთან მოგების შემთხვევაში, მოურინიო ევროტურნირების რეკორდს დაამყარებს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,რომას'' მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო, დღეს, ,,ბეტისთან'' გამარჯვების შემთხვევაში, მოგებების რაოდენობით ევროთასების რეკორდსმენი გახდება.

ახლა პორტუგალიელი სპეციალისტის ანგარიშზე ევროტურნირებზე 106 მოგებაა, ამდენივე გამარჯვება აქვს სერ ალექს ფერგიუსონსაც.

,,ჩემი 106 გამარჯვებით ვამაყობ და როცა 107-ე მატჩს მოვიგებ, არ ვიცი, ეს დღეს მოხდება თუ მომავალ კვირას, ჩემი კარიერით ყოველთვის ვიამაყებ. კარიერის დასრულების შემდეგ, გასახსენებელი ბევრი რამ მექნება, მაგრამ ახლა მთავარი, უბრალოდ, მოგებაა. გამარჯვება იმიტომ არ მინდა, რომ სერ ალექსს გადავასწრებ, მინდა იმიტომ, რომ ეს გვჭირდება,'' - განაცხადა მოურინიომ.

მოქმედ მწვრთნელებს შორის ევროტურნირებზე მოპოვებული გამარჯვებებით ჟოზე მოურინიოსთან ყველაზე ახლოს კარლო ანჩელოტია, რომლის ანგარიშზე 105 მოგებაა.

დღეს ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურში ,,რომა'' ,,ბეტისს'' უმასპინძლებს. მატჩი 23:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები